ხულგუმოს საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა „მე და საზოგადოების“ ღია გაკვეთილზე სხვადასხვა პროფესიები მოირგეს
15-06-2022

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებს „მე და საზოგადოებაში“ მორიგი შთამბეჭდავი გაკვეთილი ჩაუტარდათ.

ღია გაკვეთილის თემა იყო - პროფესიები - ვინ მინდა ვიყო, როცა გავიზრდები?. სასწავლო პროცესს კი პედაგოგი ანნა პეტროსიანი ხელმძღვანელობდა.

მოსწავლეებმა გაკვეთილზე სხვადასხვა პროფესიები მოირგეს და თამაშით ისწავლეს, რომ პროფესია ცოდნისა და უნარების ერთობლიობაა, რომელიც საჭიროა ამა თუ იმ სამუშაოს შესასრულებლად.

„რას ისურვებდი გამოხვიდე, როცა გაიზრდები? - ეს არის კითხვა, რომელსაც მოზარდები ხშირად უსვამენ ბავშვებს . იცის კი მე-4 კლასელმა რამე ამ რთული სამყაროს შესახებ? შეუძლია ამ კითხვას უპასუხოს? - რა თქმა უნდა შეუძლია .

 - მინდა ექიმი გავხდე.

 - მასწავლებელი გამოვიდე .

 - მე მშენებელი გავხდები.

 - მე ჯაშუში ვარ.

- ჩვენ გვინდა გავხდეთ პოლიციელები და ჯარისკაცები.

ბავშვური ფანტაზია - თუ რა უყვართ ჩვენს პატარებს? ყოველთვის დაინტერესდით შვილების ოცნებებით, წაახალისეთ და მხარი დაუჭირეთ მათ. ეს ყველაფერი კი მათ სწავლაში და მომავალში პროფესიის არჩევაში დაეხმარება. ეს იყო კიდევ ერთი ღია გაკვეთილის თემა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლის მე-4 კლასში, რომელიც გეგმის მიხედვით - „მე და საზოგადოებაში“ საგნის მასწავლებელმა, ანნა პეტროსიანმა ჩაატარა“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203