„აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა“-დიდი ჩაილურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
15-06-2022
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჩაილურის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამჯერად, IX კლასის მოსწავლეებმა პროექტზე - „აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა“ იმუშავეს.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა სოფლის უხუცესი ადამიანებისაგან ჩაიწერეს: ამბები, ლეგენდები, თქმულებები, ლექსები ჩაილურზე და მის მიდამოებზე, შექმნეს ხელნაწერი წიგნი - „ჩემი სოფელი ჩაილური“ და გადასცეს სკოლის ბიბლიოთეკას.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების პედაგოგი დარეჯან ჯაჭვაძე გახლავთ.