„გარემო და განვითარება“- წეროვნის N2 სკოლაში სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია ჩატარდა
15-06-2022
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია „გარემო და განვითარება“ გაიმართა.
ის დედამიწის დღეს მიეძღვნა და მისი დევიზი იყო „დავიცვათ ჩვენი საცხოვრებელი სახლი - დედამიწა“.
კონფერენციის მიმდინარეობაში მე-9 კლასის მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ, მათ თავიანთი თემები წარადგინეს.
აქტივობის ხელმძღვალი პედაგოგი ფლორა ბაქრაძე გახლდათ.
„განხილულ იქნა თემები: გლობალური დათმობა; ნიადაგის დაბინძურება; ხვრელები ოზონის შრეში;. წყლის დაბინძურება. თემები წარმოადგინეს მეცხრე კლასის მოსწავლეებმა: თ. ფილიამ, ს. ნონიაშვილმა, შ. ეკალაძემ, გ. სიხარულიძემ, ნ. როსტიაშვილმა. თემებში განხილულ იყო პრობლემის წარმოშობის მიზეზები, შედეგები და გადაჭრის გზები“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო