ქორეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა სპორტული წარმატება
15-06-2022
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებში მუდამ აქტიურად მონაწილეობენ.

ამჯერად, ჯუნიორ ნბა-ს(JrNBA) საკვალიფიკაციო იმერეთი - A ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირში საჩხერის ასაკობრივი ნაკრების კალათბურთელმა გუნდმა, რომელიც ძირითადად ქორეთის სკოლის მოსწავლეებით იყო დაკომპლექტებული, ქუთაისისა და ხარაგაულის გუნდებთან ორი შეხვედრა ჩაატარა.

გუნდმა ორივე შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203