მიქავას თემის N1 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი, საინტერესო და შემოქმედებითად დატვირთული ღონისძიება გაიმართა
15-06-2022
ჟორჟი კვარაცხელიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიქავას თემის N1 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი, საინტერესო და შემოქმედებითად დატვირთული ღონისძიება გაიმართა. 

მოსწავლეები ღონისძიებით სკოლას მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ. ისინი აქტივობაში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

მათ დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

„ასე ლამაზად გააცილეს ბავშვებმა ანბანი, ასე ლამაზად დაემშვიდობნენ სექტემბრამდე სკოლას და მასწავლებლებს, დიდი მადლობა ამ შთაბეჭდილებებით სავსე დღისთვის ღონისძიების ორგანიზატორებს, მათი დაუღალავი შრომის შედეგია, რომ ეს დღე ბავშვებს სასიამოვნო მოგონებად გაყვებათ მთელი არდედეგების განმავლობაში. ბედნიერ დასვენებას გისურვებთ მიქავას სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203