პატარა ფოთის საჯარო სკოლაში ლიტერატურული კონკურსი ჩატარდა
15-06-2022
ხობის მუნიციპალიტეტის, სოფელ პატარა ფოთის საჯარო სკოლის პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, მუდმივად ზრუნავს, მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, აქტიურად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში და ინტელექტუალურ კონკრესბშიც მიაღწიონ წარმატებებს.

ახლახან, პატარა ფოთის საჯარო სკოლაში მოეწყო ლიტერატურული კონკურსი „წიგნების თარო“, რომელშიც III კლასის მოსწავლეებმა დიდი ინტერესით მიიღეს მონაწილეობა.

„წიგნი რომ ჩვენი მეგობარი და მეგზურია ამის ნათელი მაგალითია დღევანდელი ღონისძიება „წიგნების თარო". III კლასის მოსწავლეებმა დიდი ინტერესით და ხალისით გაითავისეს ეს მისია. აქტივობას კი ხელმძღვანელობდნენ: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ლალი ბარკალაია და ხელოვნების მასწავლებელი დალი ნანავა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203