სვირის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა ნაყოფიერი ოთხი წელი ღონისძიებით შეაჯამეს
15-06-2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის საჯარო სკოლაში მე-4 კლასის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. 

მოსწავლეებმა მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობა წარმოადგინეს და ოთხი დაუვიწყარი წელი შეაჯამეს. ღონისძიება ამაღელვებელი გამოვიდა. მოსწავლეები პირველ მასწავლებელს დიდი სიყვარულით დაემშვიდობნენ და შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს უსურვებენ, მომავალ სასწავლო წელს ისეთივე წარმატებით და შემართებით შეუდგნენ სწავლას, როგორც დაწყებით კლასებში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203