ოფურჩხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ტოლერანტობის სადარაჯოზე
15-06-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ოფურჩხეთის საჯარო სკოლის პედაგოგიური საზოგადოება მუდმივად ცდილობს მოსწავლეება მიიღონ საფუძვლიანი განათლება, იმავდროულად კი ყველაფერს აკეთებენ ბავშვებში სამოქალაქო ცნიბიერების ამაღლების მიმართულებით.
ახლახან ოფურჩხეთის საჯარო სკოლაში აღინიშნა 1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, რომელსაც მე-2 კლასის დამრიგებელმა - ანა სოსელიამ, სპეცმასწავლებელთან ნათია სილაგაძესთან ერთად, მიუძღვნა სახალისო აქტივობა.
როგორც სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აქტივობაში მე-2 კლასის მოსწავლეებთან ერთად, ჩართულნი იყვნენ სსსმ მოსწავლეები.
ეს აქტივობა კიდევ ერთ დასტური გახლდათ იმისა, რომ ოფურჩხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები მუდმივად ზრუნავენ ერთმანეთზე და მსოფლიო საზოგადოებასაც მოუწოდებენ ბავშვთა უფლებების დაცვისკენ.