„საუკეთესო როლი“​ - აწყვიტის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დასრულებას საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა
15-06-2022
ასპინძის მუნიციპალიტეტის, სოფელ აწყვიტის საჯარო სკოლამ მოსწავლეები საზაფხულო არდადეგებზე ღონისძიებით გააცილა. ეს გახლდათ მინი-პროექტი - „საუკეთესო როლი“ და ის მნიშვნელოვან მიზანს - მოსწავლეებში უცხო ენაზე საუბრის უნარის გამომუშავებას ემსახურებოდა.

„2021- 2022 სასწავლო წლის 14 ივნისს, აწყვიტის საჯარო სკოლაში ჩატარდა ღონისძიება, რომელიც სასწავლო წლის დამთავრებას მიეძღვნა. ეს გახლდათ მინი-პროექტი, „საუკეთესო როლი“, რომელიც წარიმართა ფრანგული ენის მასწავლებლის - ქეთევან თედორაძის ხელმძღვანელობით.

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში უცხო ენაზე ლაპარაკის უნარის გამომუშავება-განმტკიცება; აქტივობაში კი მონაწილეობა მიიღეს V-VI-VII კლასების მოსწავლეებმა.

ბავშვებმა გაითამაშეს მცირე სცენები როლების მიხედვით, ჟიურიმ კი საუკეთესო მოსწავლეები სიგელებით დააჯილდოვა“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203