ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მუსიკის ჯადოსნურ სამყაროში „იმოგზაურეს“
15-06-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის პედაგოგიური საზოგადოების დამსახურებით, მოსწავლეები იღებენ საფუძვლიან განათლებას და დიდი ინტერესით, აქტიურად ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში.
ბავშვები არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებენ კომპლექსური დავალებების ფარგლებში და ამის დასტურია კომპლექსური დავალება მუსიკაში, რომელიც მე-2 კლასის მოსწავლეებმა შეასრულეს.
მე-2 კლასელებმა პედაგოგთან - გურანდა აბუსერიძესთან ერთად, მუსიკის ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურეს, წარმოადგინეს საინტერესო აქტივობები და უსაყვარლესი მასწავლებლის შექებაც დაიმსახურეს. საგაკვეთილო აქტივობამ ნაყოფიერად ჩაიარა. იხილეთ ფოტოები:
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს