დავით კაკიაშვილის სახელობის ხაშურის N2 საჯარო სკოლაში სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებები ხშირად ტარდება.
ამჯერად, პროფორიენტაციის დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებს სოციალური მუშაკის პროფესია და ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის სოციალური მუშაობა ფსიქო-სოციალური სამმართველოს სოციალურმა მუშაკმა, ნინო კიკნაძემ გააცნო.
მოსწავლეებს შორის ინფორმირების და თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, შეხვედრისას სკოლაში სოციალური მუშაკის როლი, მიზანი და სამუშაო აღწერილობა განიხილეს.
მოსწავლეებმა ასევე, ისაუბრეს მათთვის საინტერესო პროფესიებზე.