დიდი სმადის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება გაიმართა
15-06-2022
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სმადის საჯარო სკოლაში სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები აქტიურად იმართება.

ამჯერად, სკოლაში სემესტრის დასასრულს, სპორტულ-გასართობი ღონისძიება „მხიარული სტარტები“, ორ ეტაპად, დაწყებითსა და საბაზო საფეხურზე გაიმართა.

სოფელ ჩორჩნისა და დიდი სმადის სკოლის მოსწავლეები, შერეული გუნდებით, ერთმანეთს სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეეჯიბრნენ.

„ღონისძიებას ორგანიზატორობა გაუწია სპორტის პედაგოგმა, დავით გელაშვილმა. ქალბატონმა ირმამ, მიმართა ორივე გუნდს და შეაქო მათი მონდომება, სპორტული თამაშების მიმდინარეობისას. მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203