ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, დიდი წარმატებით მონაწილეობენ.
ამჯერად, 14 ივნისს ზუგდიდში მინი ფეხბურთში აფხაზეთის სასკოლო სპორტული ოლიმპიადა გაიმართა, სადაც სკოლის ფეხბურთელები I საპრიზო ადგილისა და თასის მფლობელები გახდნენ.
„ამჯერადაც გვასახელეს ჩვენმა პატარა ფეხბურთელებმა. გამარჯვების გემო უცხო არ არის ჩვენი სკოლისათვის, მაგრამ პანდემიის მერე ეს პირველი დიდი წარმატებაა! ღმერთმა გვიმრავლოს!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: