„ვიფიქრეთ, ვწერეთ, ვხატეთ“ - ფლევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
15-06-2022
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლევის საჯარო სკოლაში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა წარმატებით ინერგება.

მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებს აქტიურად ასრულებენ.

ამჯერად, ბავშვებმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში კომპლექსურ დავალებაზე დიდი ენთუზიაზმით იმუშავეს.

„ჩვენი ქართულის გაკვეთილი, ყოველთვის საინტერესო და სახალისო... ახლაც ვიფიქრეთ, ვწერეთ, ვხატეთ და ნახეთ რა კარგი კომპლექსური დავალება გამოგვივიდა!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების პედაგოგი ნორა ხაჩიძე გახლავთ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203