შილდის N1 საჯარო სკოლიდან 2022 წლის კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულით გააცილეს
15-06-2022
დავით ელიზბარაშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის N1 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

მეთორმეტეკლასელები სკოლას საზეიმო ვითარებაში, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ.

მოსწავლეებმა ამაგდარ პედაგოგებს, რომლებმაც მათ განათლებაში უდიდესი შრომა ჩადეს მადლობა გადაუხადეს, მასწავლებლებმა კი თავის მხრივ საამაყო აღზრდილებს გზა დაულოცეს.

„მე-12 კლასის მოსწავლეებო გილოცავთ და გულით გლოცავთ; წარმატებული, ლამაზი და სიხარულით სავსე მომავალი მინდა გისურვოთ. დიდი მადლობა დირექციას, ყველა პედაგოგს და ყველა იმ ადამიანს, ვინც თქვენს აღზრდაში პატარა წვლილი ჩადო იმისათვის, რომ თქვენ საუკეთესო ადამიანებად აღზრდილიყავით. გფარავდეთ უფალი ცხოვრების დიდ გზაზე. მიყვარხართ ყველა უზომოდ“, - ვკითხულობთ მისალოც წერილში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203