„ქრისტიანობასა და ქართველობას შეწირულნი“ - საინტერესო ღონისძიება წყაროსთავის საჯარო სკოლაში
15-06-2022
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყაროსთავის საჯარო სკოლაში მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები მუდამ აქტიურად იმართება.

ამჯერად, სკოლაში ღონისძიება სახელწოდებით - „ქრისტიანობასა და ქართველობას შეწირულნი“ ჩატარდა.

„საღამო ეძღვნებოდა იმ ქართველ და არაქართველ წმინდანებს, რომელნიც აქ, ქართულ მიწაზე, აღესრულნენ მოწამეობრივად. ტექსტებს ცვლიდა პატრიოტულ თემაზე დაწერილი ქართული პოეზიის შედევრები და სიმღერები.

სიმბოლურია ისიც, რომ ეს საღამო დაუკავშირდა დამოუკიდებლობის დღეს. მართლაც, შეუძლებელია, არ იფიქრო ძლიერი, დამოუკიდებელი ქვეყნის შენებაზე, როცა ასეთი წინაპრები გიმაგრებენ ზურგს. მჯერა, ჩვენი მოსწავლეებიც ღირსეულ ქართველებად ჩამოყალიბდებიან. დიდი მადლობა ამ საღამოს მოწყობაში გაწეული დახმარებისათვის სკოლის დირექტორს, ქალბატონ მაია ნადირაძეს, მუსიკალური გაფორმებისთვის პედაგოგს ნათია გილაშვილს, ჩემს კოლეგას მარიკა გივიშვილს და, რა თქმა უნდა, მთელ პედაგოგიურ კოლექტივს. უღრმესი მადლობა ჩვენს მოსწავლეებს აქტიურობისა და ჩართულობისათვის“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203