ვაქირის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები პირველ მასწავლებელს ფერადი და საინტერესო ღონისძიებით დაემშვიდობნენ
ილო მოსაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები პირველ მასწავლებელს დაემშვიდობნენ. ამასთან დაკავშირებით, კლასში მრავალფეროვანი, საინტერესო და სანახაობროვი ღონისძიება ჩატარდა. მოსწავლეები სადღესასწაულოდ გამოეწყვნენ და აქტივობაში დიდი ხალისით ჩაერთნენ.
მათ სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს და პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს.
მათი მასწავლებელი ირმა გოძიაშვილია.
„მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები ლექსები და გაიხსენეს განვლილი ოთხი წელი“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: