ჭივჭავის საჯარო სკოლის მე-3 და მე-4 კლასებში საქართველოში ბინადარი ძუძუმწოვარი ცხოველების შესახებ საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა
15-06-2022
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭივჭავის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ. 

მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო დავალებას ხშირად ასრულებენ. 

ამჯერად, მე-3 და მე-4 კლასებში ბუნებში საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა. მისი თემა საქართველოში ბინადარი ძუძუმწოვარი ცხოველები იყო. 

მოსწავლეებმა თემის გარშემო ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს, ნაშრომები შექმნეს და ინფორმაცია სხებსაც გააცნეს. ისინი აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...