თბილისის N124 საჯარო სკოლაში სპორტული მოედანი საზეიმოდ გაიხსნა
15-06-2022
მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის N124 საჯარო სკოლაში სპორტული მოედანი საზეიმო და მრავალფეროვანი ღონისძიებით გაიხსნა. 

ამ დღის აღსანიშნავად სკოლის ტერიტორიაზე: ნახატების გამოფენა, სპორტული შეჯიბრებები, სპორტულ-მუსიკალური პერფორმანსი მოეწყო და ასევე, ხალხური სიმღერები გაჟღერდა.

„ცერემონიის დასასრულს, მოვისმინეთ ქართული „მრავალჟამიერი“. წარმატებები ჩვენი სკოლის აღსაზრდელებს, მადლობას ვუხდით მოწვეულ სტუმრებს მობრძანებისა და სტადიონის განახლებაში შეტანილი წვლილისათვის!“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203