„მოსწავლე - მეგზური ევროპისკენ“- თელავის N6 საჯარო სკოლამ ფესტივალზე საინტერესო პროექტი წარადგინა
15-06-2022
თელავის N6 საჯარო სკოლამ ფესტივალზე საინტერესო პროექტი წარადგინა.
ფესტივალი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურის საჯარო სკოლაში მაწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრისა და განათლების სამინისტროს მხარდაჭერით მოეწყო.
სკოლის პროექტი იყო „მოსწავლე- მეგზური ევროპისკენ“ („კულტურული მემკვიდრეობის დაცვა“).
პროექტის ხელმძღვანელი ქეთევან ველთაური იყო, გუნდის წევრები კი ნანა გოგოშვილი, გულნაზ პაპუნაშვილი და ეკა კობიაშვილი.