„სახალისო ლოგიკური ამოცანები“- თელეთის საჯარო სკოლის მე-7 კლასში ვიქტორინა გაიმართა
15-06-2022

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთის საჯარო სკოლის მე-7 კლასში მათემატიკაში ვიქტორინა „სახალისო ლოგიკური ამოცანები“ გაიმართა.

მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

ვიქტორინა დამრიგებლის (ფ.მაჭკალაშვილი) ხელმძღვანელობით გაიმართა.

„ვიქტორინის მიზანი თეორიული ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება გახლდათ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203