ბაისუბნის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები პირველ მასწავლებელს ღონისძიებით გამოემშვიდობნენ
15-06-2022
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბნის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები პირველ მასწავლებელს დაემშვიდობენენ.

ამასთან დაკავშირებით, სკოლაში მრავალფეროვანი, საინტერესო და სანახაობროვი ღონისძიება ჩატარდა. მოსწავლეები სადღესასწაულოდ გამოეწყვნენ და აქტივობაში დიდი ხალისით ჩაერთნენ. 

ღონისძიებას ლაგოდეხის მუნიციალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი, ლაგოდეხის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა შუშტაკაშვილი, სოფლის რწმუნებული, ბაისუბნის საბავშვი ბაღის მენეჯერი, მშობლები, მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

მოსწავლეებმა სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს და პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს. 

ღონისძების ხელმძღვანელები დამრიგებელი ანა ნოზაძე და მუსიკის მასწავლებელი მაია ქათამაძე იყვნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203