თბილისის N96 საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს მასშტაბური ღონისძიება მიეძღვნა
15-06-2022
თბილისის N96 საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ და ამავდროულად, მრავალფეროვან აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში დედაენის დღეს, 14 აპრილს მასშტაბური ღონისძიება მიეძღვნა.

ღონისძიება ქართული ენის პედაგოგის თამარ ნანუაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა.

„თამარ ნანუაშვილის რეჟისურით, ჩვენმა მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და ისაუბრეს ქართული ენის სილამაზისა და მნიშვნელობის შესახებ.

ღონისძიების დასრულების შემდეგ ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას, რა დროსაც ჩვენი სკოლის ეზოში რესტავრირებულ 9 აპრილის მონუმენტთან ყვავილები მიიტანეს“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203