არლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია თანასკოლელებს გაუზიარეს
22-03-2018
„რას ვმატებ საზოგადოებას“ - დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის გზავნილს არლის საჯარო სკოლა შეუერთდა. სკოლის XI კლასის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის შესახებ საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიძიეს და VIII, IX, X კლასის მოსწავლეებისთვის პრეზენტაციები წარმოადგინეს.
აქტივობას ბიოლოგიის მასწავლებელი ნინო კაჭკაჭაშვილი ხელმძღვანელობდა.
„მათი მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ამ სინდრომის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლება და დაუნის სინდრომის მქონე პირთა მხარდაჭერა“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 2011 წლიდან დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203