მუხრანის N3 სკოლის მეცხრეკლასელებმა საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს - მოსწავლეებს თანასკოლელი ემოციურად დაემშვიდობა
15-06-2022
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N3 საჯარო სკოლაში მე-9 კლასის მოსწავლეებმა საბაზო საფეხური დიდი წარმატებით დაასრულეს და 2022-2023 სასწავლო წელს სწავლას სხვა სკოლაში გააგრძელებენ.
მეცხრეკლასელები თანასკოლელებმა და პედაგოგებმა ემოციურად გააცილეს სკოლიდან. მათთვის მეცხრეკლასელებთან გამომშვიდობება მეტად ამაღელვებელი იყო.
მე-8 კლასის მოსწავლემ, ნინო გერაძემ უფროსკლასელებისთვის ვიდეორგოლი მოამზადა, სადაც მათდამი დამოკიდებულება და სიყვარულია აღწერილი.
აღსანიშნავია, რომ მეცხრეკლასელებმა ამაგდარ პედაგოგებს, რომლებმაც მათ განათლებაში უდიდესი როლი შეასრულეს მადლობა გადაუხადეს.