ტურცხის საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა თოჯინური სპექტაკლი გამართეს
15-06-2022

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლის მე-2 კლასის დამრიგებელმა, სონია აპარიანმა, მეორეკლასელები უჩვეულო და ძალიან სახალისო აქტივობაში ჩართო.

მოსწავლეებმა, საკოლო საზოგადოებას საინტერესო თოჯინური სპექტაკლი წარუდგინეს. მათ ზღაპრის - „ძაღლი და კატა“ გმირები გააცოცხლეს და თამაშით ნასწავლი ზღაპარი შესანიშნავად აჩვენეს დამსწრეებს.

სკოლაში პედაგოგს ასეთი შთამბეჭდავი აქტივობის განხორციელებისთვის მადლობას უხდიან.

„მადლობა სონია მასწავლებელს, ასეთი საინტერესო და უჩვეულო გაკვეთილის ჩატარებისთვის. ვუსურვებთ მას წარმატებასა და წინსვლას პედაგოგიურ საქმიანობაში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203