ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში მე-4 კლასების გამოსაშვები საღამო გაიმართა - მოსწავლეებმა დაუვიწყარი ოთხი წელი შეაჯამეს
15-06-2022

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მეოთხე კლასებში გამოსაშვები საღამო ჩატარდა.

დასრულდა მნიშვნელოვანი და საინტერესო ეტაპი პატარების ცხოვრებაში, ამაღელვებელი და ემოციური იყო მოსწავლეებისთვის პირველ მასწავლებლებთან განშორება. მოსწავლეებმა შეაფასეს განვლილი ოთხი წელი, წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და მადლობა გადაუხადეს აღმზრდელ მასწავლებლებს.

კლასის დამრიგებლებმა სამახსოვრო ფოტოალბომები გადასცეს მოსწავლეებს და წარმატებულები სიგელებით დააჯილდოვეს.

დირექციის წარმომადგენლებმა შეაფასეს ღონისძიება და წარმატებები და მშვიდობიანი მომავალი უსურვეს პატარებს.

კლასის დამრიგებლები: ნატო თურმანიძე და დიდარი კონცელიძე გახლავთ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203