ჯიმითის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის - „იავნანამ რა ჰქმნა?“ მიხედვით სპექტაკლი დადგეს
15-06-2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯიმითის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით პედაგოგები მომავალ თაობას არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ. 

ახლახან, სკოლის VIII-IX კლასის მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოებას იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის - „იავნანამ რა ჰქმნა?“ მიხედვით მომზადებული სპექტაკლი წარუდგინეს. 

მოსწავლეთა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი შორენა ვარაზაშვილი გახლავთ. 

მოსწავლეებმა როლები ოსტატურად მოირგეს და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

„ნორჩმა მსახიობებმა ბავშვური გულწრფელობითა და უშუალობით გადმოსცეს ქეთოს მოტაცებით გამოწვეული მწუხარება, თუ მისი პოვნით განცდილი ბედნიერება. ვულოცავთ დებიუტს მოსწავლეებს და შემდგომ წარმატებას ვუსურვებთ.  აქვე ქორეოგრაფიული ნომრების მომზადებაში გაწეული დახმარებისათვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჯიმითის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ნია ღვინაშვილს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203