ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა იმიტირებული არჩევნები ჩაატარეს
15-06-2022

ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლაში იმიტირებული არჩევნები ჩატარდა.

სკოლის მე-7-მე-12 კლასის მოსწავლეებს ცესკოს სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა ტრენინგი ჩაუტარეს. მოსწავლეებმა საინფორმაციო-სასწავლო კურსი წარმატებით გაიარეს და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პრინციპებს გაეცნენ. 

ბოლოს მოსწავლეებმა საარჩევნო კომისის წევრთა და ამომრჩეველთა როლები გადაინაწილეს და იმიტირებული არჩევნები ჩაატარეს. 

აქტივობა მოსწავლეთა საარჩევნო ცნობიერების ამაღლებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდას ისახავს მიზნად.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203