„ყივჩაღიანა“ - თერჯოლის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი ღონისძიება 
15-06-2022

თერჯოლის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა თერჯოლის კულტურის სახლში ფოლკლორის საღამო გამართეს. 

„ყივჩაღიანა“ ასე ერქვა ქართული ფოლკლორის საღამოს, რომელიც მაყურებელს მეათე კლასმა (ხელმძღვანელი ნატალია ასათიანი) წარუდგინა.

პოეზიის, ქართული მუსიკისა და სიტყვის ნაზავი სასიამოვნოდ გამოგზაურებდათ წარსულში. ყივჩაღის თემაზე შექმნილ უამრავი ლექსით ამ ამბის სიმძაფრე ბოლომდე მივიდა მაყურებელთან, ამიტომ ღონისძიების მიმდინარეობისას დარბაზი ოვაციას არ იშურებდა.

სკოლაში მადლობას უხდიან ყველას ვინც ღონისძიების მომზადებაში იყო ჩართული. 

„სკოლის სახელით უდიდესი მადლობა გვინდა ვუთხრათ იდეის ავტორს რაია მაჩაიძეს, ღონისძიების ორგანიზატორებს - მადონა ჩხიკვაძესა და თეა რიჟამაძეს, მუსიკალურ ხელმძღვანელს ინეზა ბუცხრიკიძეს, მარეხი მემანიშვილს საინტერესო ვარიაციისთვის, ასევე დიდი მადლობა თერჯოლის კულტურის სახლს გულთბილი მასპინძლობისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203