„ერთად მოვუაროთ გარესამყაროს“ - სართიჭალის N3 საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი პროექტი განხორციელდა
15-06-2022
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის N3 საჯარო სკოლაში გარემოსდაცვით საკითხებს უდიდესი ყურადღება ეთმობა. სწორედ ამიტომ სკოლაში ამ კუთხით სხვადასხვა მნიშვნელოვანი აქტივობები იმართება.
ამჯერად, თემაზე - „ერთად მოვუაროთ გარესამყაროს“ სასკოლო პროექტი განხორციელდა, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა გარემოზე ზრუნვის აუცილებლობას ხაზი გაუსვეს.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა საინფორმაციო პლაკატები და დაირგო სხვადასხვა ნარგავები.