ნარდევანის საჯარო სკოლაში პროექტი - „მინდა ვიყო ჯანმრთელი“ განხორციელდა
15-06-2022
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარდევანის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
სკოლა არაფორმალურ განათლებაში აქტიურად ჩართულია, რომლის ფარგლებში პროექტი - „მინდა ვიყო ჯანმრთელი“ განხორციელდა.
პროექტში მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა გამართეს პრეზენტაციები, შექმნეს საინტერესო პოსტერები, თავიანთი შექმნილი წვენის შესახებ გადაიღეს ვიდეორგოლი და ბოლოს, „ოცნების კაფისთვის“ შექმნეს დიზაინი და მენიუ.
ბავშვებმა პროექტის ყველა ეტაპი წარმატებით გაიარეს და ჯილდოდ სიგელები და საჩუქრები დაიმსახურეს. პროექტში I ადგილი მე-7 კლასის მოსწავლეებმა დაიკავეს.
აღსანიშნავია, რომ პროექტი მე და საზოგადოების, ბუნების დამხმარე მასწავლებლებმა - ანუშ გრიგორიანის, არგინე კარაპეტიანის და ასევე სკოლის კოორდინატორის, ლუსვართ საკისიანის მიერ განხორციელდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს