წესის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი მათემატიკური წარმოდგენით შეაჯამეს
15-06-2022
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო, მრავალფეროვან და ამავდროულად, სახალისო სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
სკოლაში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა წარმატებით ინერგება და ბავშვები კომპლექსურ დავალებებზე აქტიურად მუშაობენ.
ამჯერად, მაძიებელმა მასწავლებელმა მათემატიკური წარმოდგენა - „რწყილი და ჭიანჭველა“ ჩაატარა, რომელიც კომპლექსურ დავალებას წარმოადგენდა.
მოსწავლეებმა ღონისძიების საშუალებით სასწავლო წელი შეაჯამეს. სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლინდნენ გამარჯვებულები, თითოეული მათგანი მასწავლებელმა სიგელებითა და წიგნებით დააჯილდოვა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს