2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაში საგანმანათლებლო სფეროში არაერთი სიახლის შესახებ გახდა ცნობილი; მათ შორის, ახალი სასწავლო წლიდან პირველკლასელები ჭადრაკს შეისწავლიან. საინტერესოა, რას ფიქრობენ დირექტორები, გადიან თუ არა ჭადრაკში გადამზადებას მათი სკოლის პედაგოგები და რა საჭიროებების წინაშე დგანან 2022-2023 სასწავლო წელს? - ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხების გასაგებად etaloni.ge დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ საფარლოს საჯარო სკოლის დირექტორს, ნატიგ ომაროვს დაუკავშირდა.- გადიან თუ არა სკოლის პედაგოგები ჭადრაკში გადამზადებს და არის თუ არა თქვენი სკოლა მზად, პირველკლასელებს ასწავლოს ახალი საგანი?- პედაგოგები ჭადრაკის ტრენინგებზე დარეგისტრირებული არიან.
- აპირებენ თუ არა პედაგოგები სტატუსის ასამაღლებელ გამოცდაზე გასვლას, მით უმეტეს, რომ წელს ერთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის საგამოცდო პროგრამა წელს პირველად მშობლიურ ენაზე მომზადდა; და როგორ გაამხნევებთ წინასაგამოცდოდ მასწავლებლებს?- თითქმის ყველა მასწავლებელი ემზადება.
- ახალი 2022-2023 სასწავლო წლისთვის რა საჭიროებებია თქვენს სკოლაში და რას განაახლებდით: ტექნიკას, ინფრასტრუქტურას, ინვენტარს, კადრებს...- წელს სკოლა ონლაინ რეჟიმში დავამთავრეთ; სკოლა სარემონტო მდგომარეობაშია, განათლების სამინისტრო გვპირდება, რომ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლას უახლოეს მომავალში ააშენებს.