„ვინ უკეთ იცის - ბიოლოგია, ფიზიკა და ქიმია?“ - ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში ვიქტორინა ჩატარდა
15-06-2022
ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო აქტივობები ხშირად იმართება.
ამჯერად, სკოლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის წევრების ინიციატივითა და მათი უშუალო ჩართულობით სააქტო დარბაზში ვიქტორინა სახელწოდებით - „ვინ უკეთ იცის - ბიოლოგია, ფიზიკა და ქიმია“ ჩატარდა.
კათედრის ხელმძღვანელი და ბიოლოგიის პედაგოგი ლელა სილაკაძე, ფიზიკის მასწავლებელი ელისო ბერძული, ხოლო ქიმიის პედაგოგი ცისანა ქოქოსაძე გახლავთ.
ვიქტორინაში მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეები აქტიურად პასუხობდნენ შეკითხვებს და ავლენდნენ საგნებში სამივე ტიპის ცოდნას: დეკლარატიულ, პროცედურულს და პირობისეულს.
შერეული პრინციპით დაკომპლექტებული ოთხი გუნდიდან პირველ ადგილზე გავიდა რიგით N1 გუნდი: მარიამ შარვაძე (მე-8 კლასი), ლიზი ბოჭორიშვილი (მე-8 კლასი), ლილე გაბრიაძე (მე-7 კლასი), ნინი გაბუნია (მე-7კლასი), ნინო მახვილაძე (მე-7 კლასი), მარიამ კალმახელიძე (მე-7 კლასი).
„უნდა ითქვას რომ, მათ მცირე სხვაობით ჩამორჩნენ დანარჩენი გუნდები, რაც ძალზედ სასიხარულოც არის. ვიქტორინის მიზანი იყო, საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაციისათვის ხელშეწყობა და ამავე საგნების ინტეგრირებული ცოდნის გამოვლენა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო