„საქართველოს კუთხეები თავისი ისტორიითა და კულტურით“ - აჭყვას საჯარო სკოლის მე-6 კლასში საინტერესო შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა
15-06-2022

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის ისტორიის მასწავლებელმა, ია გორგაძემ მე–6 კლასში შიდა შეფასების შემაჯამებელი გაკვეთილი თემაზე - „საქართველოს კუთხეები თავისი ისტორიითა და კულტურით“ ჩაატარა. მოსწავლეებმა რუკების საშუალებით აჩვენეს, თუ სად მდებარეობდა ესა თუ ის კუთხე, ისაუბრეს ადმინისტრაციული ერთეულის მიღწევებზე და მათ როლზე საქართველოს ისტორიაში. 

„გაკვეთილის მიზანი ეროვნულ სტანდარტებს შეესაბამებოდა, რისთვისაც მადლობას ვუხდით ისტორიის მასწავლებელს, ია გორგაძეს და ვუსურვებთ წარმატებებს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203