მერეთის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა ოთხი დაუვიწყარი წელი ლამაზი ღონისძიებით შეაჯამეს
15-06-2022

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთის საჯარო სკოლაში მე-4 კლასის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება კლასის დამრიგებლის ხათუნა სალამაძის ხელმძღვანელობითა და მუსიკის მასწავლებლის მარინე მარიამიძის გულმოდგინე შრომით ჩატარდა. მოსწავლეებმა მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობა წარმოადგინეს და ოთხი დაუვიწყარი წელი შეაჯამეს. ღონისძიება ემოციური და ამაღელვებელი გამოვიდა მოსწავლეები პირველ მასწავლებელს დიდი სიყვარულით დაემშვიდობნენ, მას ვინც შეაყვარა დედა ენა, წიგნი, ასწავლა ანბანი.

მოსწავლეებმა დაწყებითი საფეხურის პედაგოგებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახლა უკვე მეხუთეკლასელებს უსურვებენ, ისეთივე წარმატებით და შემართებით შეუდგნენ სწავლას მომავალ სასწავლო წელს, როგორც დაწყებით კლასებში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203