„სმარტ სოფელი“- კასუმლოს საჯარო სკოლის იდეატორთა კლუბის წევრებმა უნივერსიტეტში მათი შექმნილი პროექტის მოდელი წარმატებით წარადგინეს
14-06-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლის იდეატორთა კლუბის წევრებმა თავიანთი პროექტის მოდელი წარმატებით წარადგინეს.
პროექტის სახელწოდებაა „სმარტ სოფელი“.
მისი პრეზენტაცია ილას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. მოსწავლეების ნამუშევარი ჟიურიმ შეაფასა და დააჯილდოვა.
მათ უნივერსიტეტიც დაათვალიერეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
„ჩატარდა ტრენინგი „დრონების მართვა და გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში" - ფაბლაბ ილიაუნის მენეჯერის ავთანდილ მღებრიშვილის მიერ და საინტერესო ტური ილიაუნის ტექნოლოგიების კორპუსში. მადლობას ვუხდით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს კასუმლოს საჯარო სკოლასთან თანამშრომლობისთვის და პროექტის ორგანიზატორებს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს