ახალსოფლის საჯარო სკოლის საბაზო საფეხური ერთმა მოსწავლემ დაამთავრა - მეცხრეკლასელი სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს
14-06-2022

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის საბაზო საფეხური ერთმა მეცხრეკლასელმა დაამთავრა. მომავალი წლიდან კი სწავლას სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში გააგრძელებს. ეს დღე მისი აღმზრდელი პედაგოგებისთვის განსაკუთრებით ამაღელვებელი და ემოციური იყო. დირექციამ და მასწავლებლებმა მეცხრეკლასელი სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს. 

მოსწავლემ კი, თავის მხრივ, პედაგოგებს გაწეული შრომისა და ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.

სკოლის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ ულოცავს სკოლის კურსდამთავრებულს და უსურვებს ულევ წარმატებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203