რუსთავის N21 სკოლაში სამდღიანი სპორტული მარათონი დასრულდა - მესამეკლასელები ერთმანეთს სპორტის 6 სხვადასხვა სახეობაში შეეჯიბრნენ
14-06-2022

რუსთავის N21 საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უდიდესი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ. 

ახლახან, სკოლაში სამდღიანი დაძაბული მარათონი დასრულდა. მე-3 კლასის მოსწავლეთა შორის სპორტულ-გასართობი შეჯიბრი გაიმართა. „მხიარული სტარტების“ ფინალში მე-3 კლასის გუნდმა მოიპოვა ჩემპიონობა...

3-დღიან მარათონში 7 მესამე კლასი იყო ჩართული და 6 სხვადასხვა სახეობის სპორტში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ზოგ მათგანში მშობლებიც იყვნენ ჩართულნი.

აღსანიშნავია, რომ შეჯიბრება საგანმანათლებლო ხასიათსაც ატარებდა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203