გუმბრინის საჯარო სკოლის მოსწავლეები ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმს ეწვივნენ
14-06-2022
გოჩა წულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრინის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამჯერად, სკოლის მოსწავლეებმა, ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწობაზე მცირე მოცულობის ესეები იმ სახლში წაიკითხეს, სადაც დაიბადა და ბავშვობა გაატარა დიდმა კომპოზიტორმა.
მოსწავლეების პედაგოგი კი ქნარი ხანჯანიანი გახლავთ.
„აღსანიშნავია, რომ მუზეუმის დირექტორმა, მარინე სულაქველიძემ პატარებს საინტერესო და შთამბეჭდავი სტუმრობა გაუწია, რისთვისაც სკოლის სახელით მადლობას ვუხდით“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს