ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო ღონისძიებები ხშირად იმართება.
ამჯერად, სკოლაში ისტორიის და გეოგრაფიის პედაგოგის, ვარდითერ იუზბაშიანის ინიციატივით ვიქტორინა გაიმართა რომელსაც მერვე კლასის გუნდი - „მუშ“ და მეშვიდე კლასის გუნდი - „ჯავახ“ დაუპირისპირდნენ.
აქტივობა მეტად საინტერესო, სახალისო იყო და მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ.
ქულების დაჯამების შემდგომ სპეციალურმა ჟიურიმ გამარჯვებულად გუნდი „მუშ“ გამოაცხადა. მეორე ტურში მერვეკლასელების გუნდი „მუშ“, მე-6 კლასის მოსწავლეებს დაუპირისპირდებიან და ფინალში გამარჯვებულიც გამოვლინდება.
აღსანიშნავია, რომ ვიქტორინას სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები დიდი ინტერესით ესწრებოდნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს