გუმბრინის საჯარო სკოლის ლიდერმა მასწავლებელმა მე-4 კლასში საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა
14-06-2022
გოჩა წულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრინის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.
ამჯერად, USAID-ის პროგრამის ფარგლებში დაწყებითი კლასის ლიდერმა მასწავლებელმა (ლ. მიშვიძე) მე-4 კლასში გაკვეთილი ქართულ ენაში, თემაზე - „საცოდავი თრიები“ - რეზო ინანიშვილი, ჩაატარა.
გაკვეთილი ინტერაქტიული იყო და მეტად საინტერესოდ ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ USAID-ის საბაზისო განათლების ტრენერმა, მაია დვალმა გაკვეთილი მაღალ დონეზე შეაფასა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო