„მე ქართველი ვარ“- წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეთა საინტერესო გამოსაშვები საღამო
14-06-2022
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა გამოსაშვები საღამო „მე ქართველი ვარ“ გამართეს, 

მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ მრავალფეროვანი ნომრები შეასრულეს და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს. მათ სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს და პირველ მასწავლებელს დაემშვიდობნენ. 

მათი პედაგოგი მანანა წულაიაა.

„მოსწავლეებმა შეაჯამეს განვლილი 4 წელი, მადლობა გადაუხადეს მასწავლებლებსა და დირექციას გაწეული შრომისთვის. წარმოადგინეს სხვადასხვა ნომრები, რომლებიც გაჯერებული იყო პატრიოტული სულისკვეთებით. ღონისძიებას სკოლის დირექციასთან ერთად ესწრებოდა მოწვეული სტუმრები. მათ შორის, აღსანიშნავია ბატონი დაჩი იოსელიანისა და ქალბატონების - ხათუნა მაღლაკელიძისა და ლილი გელენიძის სტუმრობა, რომლებმაც აღნიშნეს ღონისძიების გამორჩეული მიმართულება, „მოსწავლე-მასწავლებლი-მშობელი”, მათი ერთობლივი ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში. ღონისძიებამ სტუმრებისა და სკოლის დირექტორის, ქალბატონ ფაქიზო ფანჩულიძის მაღალი შეფასება დაიმსახურა“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203