წალენჯიხის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობდნენ
14-06-2022
წალენჯიხის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.
სკოლის პედაგოგმა, ლალი ეფსიამ მოსწავლეები სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამაში - „გაზაფხული დადიანებში“ ჩართო, რომელიც მეგობარ სკოლასთან ერთად წამოწყებულ საგაზაფხულო პროექტთან დააკავშირეს.
მოსწავლეები საგაზაფხულო ვიქტორინასა და პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობდნენ.
„დადიანების ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში. მოსწავლეები ასევე, დატკბნენ დადიანების უძველესი მშვენიერი შენობის დათვალიერებით, ისმენდნენ ისტორიებს, ათვალიერებდნენ უნიკალურ ნივთებს. სეირნობდნენ ულამაზეს ბაღში. დაუვიწყარი დღე იყო, აღსავსე ემოციებით და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით“, - ნათქვამია პედაგოგის, ლალი ეფსიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო