ღების საჯარო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრებმა გამოფენაზე დიდი მოწონება დაიმსახურა
14-06-2022
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ღონისძიებებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, მოსწავლეები ნახატების გამოფენაში - „მოხალისეების რეგიონალური ფორუმი“ მონაწილეობდნენ და მათმა ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

ბავშვებს პრიზის სახით სახატავი საღებავები გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი ვერა ლობჯანიძე გახლავთ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203