ზედა სამების საჯარო სკოლის გუნდმა კალათბურთის ღია პირველობაზე I ადგილი მოიპოვა
14-06-2022
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სამების საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, დიდი წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, ზედა სამების საჯარო სკოლის გუნდმა ქობულეთის კომპლექსური სასპორტო სკოლის ღია პირველობაზე კალათბურთში (ჭაბუკთა შორის) I ადგილი მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ კალათბურთში სასკოლო ასაკის ჭაბუკთა შორის ღია პირველობაზე საუკეთესო მონაწილედ თემური ხინიკაძე დასახელდა.

სკოლა ულოცავს ამ დიდ წარმატებას მოსწავლეებს და მომავალ წინსვლას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203