დედოფლისწყაროს N2 სკოლის მესამეკლასელებმა „დათვის წვეულება“ გამართეს 
14-06-2022

დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აღნიშნავენ. 

რა თქმა უნდა, პედაგოგთა და მოსწავლეთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე.

სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა დღესასწაულს ულამაზესი წარმოდგენა - „დათვის წვეულება“ მიუძღვნეს. 

კლასის დამრიგებელმა, მანანა შანშიაშვილმა ეს დღე საოცრად გაულამაზა ბავშვებსა და მოწვეულ სტუმრებს.

ღონისძიების მუსიკალურ გაფორმებაზე მუსიკის მასწავლებელმა, ნინო ალადაშვილმა იზრუნა.

აღსანიშნავია, რომ პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება. 

ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს და სრულყოფილი განათლების მიღების შესაძლებლობა ჰქონდეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203