„სახელმწიფო მოწყობის სისტემები, მეფეები და პრეზიდენტები“ - ქუთაისის N40 სკოლის მოსწავლეებს საინტერესო საჩვენებელი გაკვეთილი ჩაუტარდათ
14-06-2022
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამჯერად, სკოლის პედაგოგებმა (ნ. სიმონიშვილი, ლ.რობაქიძე და თ.გაჩეჩილაძე) და აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ( მ. ვაჩიბერაძე), პროგრამა CTEL 2021-2022- ის ფარგლებში, რიგით მე-7 საჩვენებელი გაკვეთილი მე-8ა კლასში თემაზე - „სახელმწიფო მოწყობის სისტემები, მეფეები და პრეზიდენტები“ ჩაატარეს.
მოსწავლეებმა აპლიკაცია Wordwall -ის გამოყენებით საინტერესო დავალებების ამოხსნა შეძლეს, ასევე მეფეებსა და პრეზიდენტებს შორის გამოკვეთეს განსხვავებები.
გაკვეთილის ბოლოს შესაბამისი ლექსიკური და გრამატიკული ერთეულების გამოყენებით Word -ის დოკუმენტში პრეზენტაცია წარადგინეს.
აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს ვორკშოპის ინსტრუქტორი თინათინ კუტივაძე ესწრებოდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს