„კიდევაც დაიზრდებიან...“ - ქვემო ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ეროვნულ-შემეცნებითი ღონისძიება 
14-06-2022

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას უდიდესი ყურადღება ექცევა. პედაგოგები მოსწავლეებს ეროვნულ ფასეულობებსა და ღირებულებებს ასწავლიან და ამ მიზნით, არაერთ ღონისძიებასა თუ აქტივობას სთავაზობენ. 

ახლახან, სკოლის მესამე კლასის მასწავლებლის, მაია წიკლაურის ინიციატივით, ეროვნულ-შემეცნებითი ღონისძიება - „კიდევაც დაიზრდებიან...“ ჩატარდა. 

ემოციურად დატვირთულ დრამატულ სცენებს პატრიოტული სიმღერები ენაცვლებოდა, მოსწავლეებმა ნამდვილი ხელოვანებივით მოირგეს როლები და მაყურებელთა უსაზღვრო თანაგანცდა გამოიწვიეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203